ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის გეგა მგალობლიშვილის შეფასებით, მოლოდინი, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება იქნებოდა, გამართლდა.
მგალობლიშვილი მიიჩნევს, რომ რასმუსენმა საქართველოში ვიზიტისას ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა.
„ძალიან მნიშვნელოვნი გზავნილები გაკეთდა იმ წარმატებულ რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებმაც საქართველო ალიანსს დააახლოვა. ძალიან მნიშვნელოვნი გზავნილი გაკეთდა საქართველოს ინტეგრაციულ პროცესთან დაკავშირებით. მან თავის გამოსვლაში ნატო-ს საქართველოს სახლი უწოდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გაკეთდა რუსეთის მიმართ. გენერალურმა მდივანმა პირდაპირ განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეგონა, რომ შეძლებდა საქართველოს წინსვლის, საქართველოს ინტეგრაციული პროცესების შეჩერებას, ეს ჩავარდა“, - განაცხადა მგალობლიშვილმა.