საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში, საკუთარ კარ-მიდამოში სენატორებს ჯონ მაკკეინსა და ჯოზეფ ლიბერმანს, ასევე ამერიკის ახალ ელჩს რიჩარდ ნორლანდს უმასპინძლა.
ქვეყნის პირველმა პირმა ამერიკელ სტუმრებს საკუთარი ვენახები დაათვალიერებინა, მათ ვაზის ქართული ჯიშების უნიკალურობაზე ესაუბრა და ღვინის დაწურვისა და ჭაჭის დაყენების ტექნოლოგიებიც გააცნო.
ამასთან, სტუმრებმა პრეზიდენტთან ერთად, სიმბოლურად, რთველშიც მიიღეს მონაწილეობა და ტრადიციისამებრ, ქართული სიმღერის თანხლებით, ყურძენიც თავად დაწურეს.