ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დღეს პოლიტიკური პარტიების რეიტინგების პრეზენტაციის გამართავს. ამის შესახებ NDI-ის წარმომადგენლებმა, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე დააანონსეს.
კვლევის შედეგების პირველი ნაწილის პრეზენტაცია NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.
კვლევა 2012 წლის აგვისტოს შედეგებს ასახავს და ის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ NDI-ის დაკვეთით ჩატარდა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 2 038 ინტერვიუერი გამოიკითხა.