საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა-ამბასადორიალის დასკვნით მესამე დღეს, მსჯელობა ეკონომიკურ საკითხებსა და ინვესტიციების მოზიდვაზე გაიმართება.
დღეს ამბასადორიალზე დაგეგმილია ელჩების წინაშე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნიკოლოზ გილაურის სიტყვით გამოსვლა.
ასევე, ელჩებს მიმართავს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი დიმიტრი გვინდაძე.
სავარაუდოდ, შედგება ინვესტიციების მოზიდვის საკითხში უცხოელი ექსპერტების მოსმენა.
დაგეგმილია ელჩებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელების გამოსვლები. საუბარი შეეხება სხვადასხვა რეგიონთან მიმართებაში გასატარებელ ნაბიჯებს, კერძოდ, საუბარია, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის რეგიონების სახელმწიფოებზე.
ამბასადორიალი მუშაობას დღეს საღამოს დაასრულებს.