აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის მით რომნის განცხადებებს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა და რომნი ანტი-რუსული რიტორიკის გამო გააკრიტიკა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით ის აცნობიერებს, რომ ეს წინასაარჩევნოდ საჭირო რიტორიკაა, თუმცა მას ყველა ვარიანტში არასწორ პოზიციად მიიჩნევს. არ შეიძლება ისეთმა ძლიერმა ქვეყანამ როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელიმე სხვა ქვეყანა იმთავითვე თავის მტრად გამოაცხადოს. პუტინი ამბობს, რომ ითანამშრომლებს ნებისმიერთან, ვისაც ამერიკელი ხალხი აირჩევს, თუმცა თანამშრომლობის ეფექტურობა, პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული.
შეგახსენებთ, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა მით რომნიმ, პარტიის ყრილობაზე, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას რუსეთთან მიმართებაში რბილი პოზიციის გამო უსაყვედურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მოსკოვის მიმართ უფრო მეტ სიმკაცრეს გამოიჩენს.
„პუტინი ჩვენი მხრიდან ნაკლებ სირბილეს და დიდ სიმტკიცეს დაინახავს“, - განაცხადა მით რომნიმ.