პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ჯონ მაკკეინის ხელძღვანელობით აშშ–ის სენატის დელეგაციას ხვდება. ბიძინა ივანიშვილისა და აშშ-ს სენატორების შეხვედრა უკვე დაიწყო.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ამერიკელი სენატორები: ჯონ მაკკეინი, ჯოზეფ ლიბერმანი და ლინდსი გრემი ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
მათთან ერთად შეხვედრაში აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მონაწილეობს.
სენატორებს „ქართული ოცნების“ ოფისთან კოალიციის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე და ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი დახვდნენ.
შეხვედრას გარდა ბიძინა ივანიშვილისა სავარუდოდ, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები - ირაკლი ალასანია, კახა კალაძე და დავით უსუფაშვილი დაესწრებიან.