"თავისუფალი საქართველოს“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა მიმი გაბრიჩიძემ მუხიანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის კახა დაშნიანის საცხოვრებელ სახლთან პრესკონფერენცია ჩაატარა და თანამდებობის პირი კორუფციაში ამხილა.
პარტიის ინფორმაციით, დაშნიანის შრომის ანაზღაურება რამდენიმე ასეული ლარით შემოიფარგლება, მისი სასახლის მშენებლობა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაჯდა, რომელიც მუხიანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ კორუფციული გარიგებების გზით იშოვა. ამჟამად, დაშნიანს სასახლე მისი მამის სახელზე აქვს რეგისტრირებული.
ცალსახაა, რომ 2012 წლის 1–ლი ოქტომბრის არჩევნეში ხელისუფლების მთავარ ინტერესს ნაციონალი მაღალჩინოსნებისთვის მეტი სარგებლის მოტანა წარმოადგენს.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ მოითხოვს, შესაბამისმა ორგანოებმა შეისწავლონ მუხიანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის კახა დაშნიანის კორუფციული საქმიანობა.