"საქართველო და არგენტინა ორმხრივ ურთიერთობებს და ამისთვის სამართლებრივი ბაზის შექმნას იწყებენ", -ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ არგენტინის პირველ დიპლომატთან ჰექტორ ტიმერმანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არგენტინა ლათინური ამერიკიდან საქართველოში პირველი მერცხალია, რადგან პირველად მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია თბილისს. ეს არამხოლოდ არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია საქართველოში არამედ, ის ლათინური ამერიკის ყველა ქვეყნის საგარეო სამეთა მინისტრებს შორის პირველია. საქართველო და არგენტინა ორმხრივ ურთიერთობებს და ამისთვის სამართლებრივი ბაზის შექმნას იწყებენ“, - განაცხადა ვაშაძემ.