პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს NDI ხვალ გამოაქვეყნებს

პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს NDI ხვალ გამოაქვეყნებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ხვალ პოლიტიკური პარტიების რეიტინგების პრეზენტაციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ NDI-ის წარმომადგენლებმა, გუშინ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე დააანონსეს.

კვლევის შედეგების პირველი ნაწილის პრეზენტაცია NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.

კვლევა  2012 წლის აგვისტოს შედეგებს ასახავს და ის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ NDI-ის დაკვეთით ჩატარდა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 2 038 ინტერვიუერი გამოიკითხა.