ასდუკ-ში 68 567 განცხადება დაფიქსირდა

ასდუკ-ში 68 567 განცხადება დაფიქსირდა

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე 68 567 განცხადება დაფიქსირდა. აღნიშნული განცხაადებები მეთოდით „ამომრჩევლიდან სიამდე" , პარალელური კარდაკარიდან და მოქალაქეების უშუალო მიმართვებით შევიდა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უწყების ცნობით, განცხადებები ძირითადად ეხებოდა ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის სტატუსების მოხსნის, ან მინიჭების, მოქალაქის გარდაცვალების, მოქალაქეთა მონაცემებში ცვლილებებისა და სიაში ამომრჩევლების გამოტოვების ფაქტებს. 

მათი ინფორმაციით, კომისიის გადაწყვეტილებით, სტატუსებში შემდეგი ცვლილებები განხორცილდა: "არის საზღვარგარეთ" სტატუსი მიენიჭა 11 801 ამომრჩეველს, სტატუსი მოეხსნა 38-ს, მინიჭებული ჰქონდა 30428 ამომრჩეველს, 348 განცხადება არ დაკმაყოფილდა მოქალაქეების ამომრჩეველთა ერთიან სიაში კანონით გათვალისწინებული მიზეზების არ არსებობის გამო.

სტატუსი "რეგისტრაციის მისამართიდან" მოხსნილი - მიენიჭა 391 ამომრჩეველს, მოეხსნა 136 ამომრჩეველს, მინიჭებული ჰქონდა 35 ამომრჩეველს, 3 განცხადება არ დაკმაყოფილდა მოქალაქეების ამომრჩეველთა ერთიან სიაში კანონით გათვალისწინებული მიზეზების არ არსებობის გამო.
ცვლილება განხორციელდა 281 ამომრჩევლის პირად მონაცემებში 

გარდა ამისა, განხილულ იქნა სიაში გამოტოვებული ამომრჩევლის 2068 განცხადება. მათ შორის სიაში იყო 2052. 16 განცახდება არ დაკმაყოფილდა მოქალაქეების ამომრჩეველთა ერთიან სიაში კანონით გათვალისწინებული მიზეზების არ არსებობის გამო.

ამომრჩევლის გარდაცვალების ფაქტზე დაფიქსირდა 10 179 განცხადება. მათ შორის სიიდან უკვე ამოღებული იყო 7203, 2968 განცხადება არ დაკმაყოფილდა ამომრჩევლის გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების არ არსებობის გამო. 
12 859 განცხადება არ იქნა განხილული მასში მითითებული არასრული მონაცემების და უსაფუძვლო გარემოებების გამო.