საქალაქო სასამართლოში ქალაქ ორდუში მომხდარ ძარცვაში ეჭვმიტანილთა სასამართლო პროცესი განახლდება

საქალაქო სასამართლოში ქალაქ ორდუში მომხდარ ძარცვაში ეჭვმიტანილთა სასამართლო პროცესი განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს თურქეთში საიუველირო მაღაზიის ძარცვის საქმეზე პროცესი გაიმართება.  დღევანდელ პროცესზე მხარეები ძარცვაში ბრალდებულებს და მოწმეებს დაკითხავენ და სასამართლოს მტკიცებულებებს წარუდგენენ.

შსს-ს ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ექვსმა მოქალაქემ თურქეთის ქალაქ ორდუში საიუველირო მაღაზია 5 მარტს გაძარცვა. მათ სავაჭრო ცენტრში 8 მეტრის სიგრძის გვირაბით შეაღწიეს და 6 კგ ოქროს ნაკეთობების გატანა მოახერხეს. მოპარული ნივთების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის შემდეგ, ისინი ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს.

ვახტანგ ფურცელაძეს, მერაბ ლაშქარეიშვილსა და ვახტანგ ირემაძეს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულები სასჯელს საქართველოში მოიხდიან.

დღევანდელ სხდომაზე  და მოწმეებს დაკითხავენ. სხდომა საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე დაიწყება.