ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი უკვე თბილისშია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, ეს რასმუსენის მესამე ვიზიტია. კალანდაძის თქმით, ვიზიტი იმის მანიშნებელია, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკა სულ უფრო ღრმავდება.
ვიზიტის ფარგლებში რასმუსენი თბილისში მიმდინარე ყოველწლიური ამბასადორიალის ფარგლებში საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს შეხვდება. დაგეგმილია დიპლომატების წინაშე რასმუსენის სიტყვით გამოსვლაც. ნატო-ს გენერალური მდივანი ქართულ ბატალიონსაც მოინახულებს, რომელიც ავღანეთში მიემგზავრება.
დღის სამ საათზე დაგეგმილია რასმუსენისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია.