NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ კვლევის საბოლოო ანალიზისას „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას მოუწოდა საკუთარი გეგმების შესახებ, ხალხთან უფრო მეტი ისაუბრონ.
„თუ კვლევებს შევადარებთ, აშკარაა, რომ მოსახლეობის აზრი დემოკრატიასა და ეკონომიურ მდგომარეობასთან მიმართებაში გაუმჯობესებულია. ამ კვლევაში მოსახლეობის 3/4 არ არის ინფორმირებული „ქართული ოცნების“ გეგმების შესახებ, იგივე უნდა ითქვას, ხელისუფლების გეგმებზეც. ამიტომ ორივე მხარეს მოვუწოდებდი, თავისი გეგმების შესახებ უფრო მეტად ისაუბრონ ხალხთან და მათ მომავლის ხედვები გააცნონ“, - განაცხადა ნავარომ.