NDI -ის სოციოლოგიური კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების აზრით საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის სამი უმთავრესი დაბრკოლება ამომრჩეველთა მოსყიდვა (22%), ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები (18%) და საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრა სახელდება (17%).
NDI-ის კვლევის თანახმად, სამართლიანი არჩევნებისთვის ძირითად დაბრკოლებად გამოკითხულთა 16% სამსახურის შესანარჩუნებლად ხმის მიცემას ასახელებს, 14% - ე.წ კარუსელს, 13% - პარტიების საქმიანობის არათანაბარ გაშუქებას, 13% - ამომრჩეველთა შევიწორებას მიიჩნევს.
დაბკოლებების ჩამონათვალში შედის ასევე, ერთი ადამიანის მიერ სხვების ნაცვლად ხმის მიცემა; საჯარო მოხელეების კამპანია ერთი პარტიის სასარგებლოდ; ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოდ ფულის ხარჯვა; თანამშრომლის იძულება მონაწილეობა მიიღოს კამპანიაში და სხვა.
კვლევა 2012 წლის აგვისტოს შედეგებს ასახავს და ის ჩატარდა NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ.
კვლევის შედეგების პირველი ნაწილის პრეზენტაცია დღეს NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.
კვლევის საველე სამუშაოების თარიღი 31 ივლისი -12 აგვისტოა.