მსოფლიოში ცნობილი ბრენდი Ray-Ban არსებობის 75 წლის იუბილის აღსანიშნავად წარმოგვიდგენს წიგნს, სახელწოდებით „Legends: untold stories“.
წიგნი გამოიცემა შეზღუდული ტირაჟით და ხაზს გაუსვამს „Ray-Ban“-ის მიერ, მსოფლიო კულტურის განვითარების ისტორიაში, ბოლო 75 წლის განმავლობაში, შეტანილ წვლილს.
წიგნში დაიბეჭდილია 18 ფოტო, რომელზეც ცნობილი ადამიანები „Ray-Ban“-ის სათვალეებში არიან გამოსახული, მათ შორის არიან ლეგენდარული მსახიობები და მომღერლები.
„Ray-Ban“-ის ერთგულ მომხმარებელთა შორის იყვნენ და არიან ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან მერილინ მონრო, ბობ დილანი, ჯეკ ნიკოლსონი, შონ პენი, მადონა, ჯონ კენედი და ა.შ.
ყოველ ფოტოს თან ახლავს ანოტაცია, იმისა, თუ როდის, რა ვითარებაში და ვის მიერაა გადაღებული ის.
უნდა აღინიშნოს, რომ „Ray-Ban“-ს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ჰოლივუდის ფილმებმა. 1961 წელს, ფილმში Breakfast at Tiffanys - ოდრი ჰეპბერნის პერსონაჟს ჰოლის „Ray-Ban“ -ის სათვალეები ეკეთა. ასევე თითქმის ყველა ფილმში უწევდა რეკლამას ტომ კრუზი, ძალიან ხშირად ატარებს ბრეტ პიტი და ჰოლივუდის ბევრი სხვა კაშკაშა ვარსკვლავი.