ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, შეკითხვას „რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს“ გამოკითხულ რესპოდენტთა 45% ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, გამოკითხულთა 21 % საერთოდ არ ეთანხმება, 15% ნაწილობრივ ეთანხმება, 7% სრულად ეთანხმება, ხოლო 10%-მა ამის შესახებ არაფერი იცის.
კვლევის შედეგები აგვისტოს მოიცავს. საქართველოს მასშტაბით 2, 038 რესპოდენტი გამოიკითხა. ცდომილება პლუს-მინუს 3%-ია.