NDI-ს სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, გამოკითხულ რესპოდენტთა 63% -ს ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ეთანხმება.
გამოკითხულთა 16% ვანო მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, 3%-მა შეკითხვაზე უარი განაცხადა, 18 %-მა კი - პასუხი არ იცის. ამასთან, გამოკითხულთა 52%-ის აზრით, ვანო მერაბიშვილის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნის შედეგად პრემიერ-მინისტრის როლი უფრო გაძლიერდება, 2% ფიქრობს, რომ დასუსტდება, 15%-ის პოზიციით კი, არ შეიცვლება.
NDI-ს კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. კვლევა 2012 წლის აგვისტოს შედეგებს ასახავს და ის ჩატარდა NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ.
კვლევის შედეგების პირველი ნაწილის პრეზენტაცია NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა. კვლევის საველე სამუშაოების თარიღი 31 ივლისი -12 აგვისტოა.