NDI-ის სოციოლოგიური კვლევის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ, წარმოდგენილი მთავრობის ოთხწლიანი გეგმის შესახებ გამოკითხულთა 47% ინფორმირებულია, 46% კი, აცხადებს, რომ მერაბიშვილის ოთხწლიანი გეგმის თაობაზე არ იცის.
რესპონდენტთა ყველაზე მეტი - 52% მერაბიშვილის ოთხწლიანი გეგმის შესახებ დედაქალაქშია ინფორმირებული. 47%-მა აღნიშნული გეგმის თაობაზე ქალაქებში იცის, 44%-მა კი სოფელში.
NDI-ის კითხვაზე „მერაბიშვილის გეგმიდან რომელი საკითხია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი“, გამოკითხულთა 47%-დან, ვინც გეგმის თაობაზე ინფორმირებულია, ყველაზე მეტი 1000 ლარიან ვაუჩერს ასახელებს (26%). შემდეგ მას სამუშაო ადგილები (20%)მოჰყვება, ხოლო რეიტინგული მაჩვენებლით მესამე ადგილზეა სოფლის მეურნეობაა (19%).
ამასთანავე სამთავრობო პროგრამის თაობაზე ინფორმირებულ გამოკითხულთა 47%-დან, 85% აცხადებს,რომ წარმოდგენილ გეგმას მხარს უჭერს, 9% - მხარს არ უჭერს, 5%-მა კი არ იცის.
კვლევა 2012 წლის აგვისტოს შედეგებს ასახავს და ის ჩატარდა NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ.
კვლევის შედეგების პირველი ნაწილის პრეზენტაცია დღეს NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.
კვლევის საველე სამუშაოების თარიღი 31 ივლისი -12 აგვისტოა.