NDI-ის სოციოლოგიური კვლევის თანახმად, თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, გამოკითხულთა 67% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, 33% მიიჩნევს.
დასაქმების საკითხი სქესთა შორის განსხვავება შეინიშნება და გამოკითულთა მიხედვით, მამაკაცები უფრო მიიჩნევნ დასაქმებულად თავს, ვიდრე ქალები.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 67% რომელიც თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, სამსახურის მაძიებელია 48%, 33% - უმჯობეს სამუშაოს ეძებს, 6% არ ეძებს, 28% - კი არააქტიური შრომითი რესურსია.
კვლევა 2012 წლის აგვისტოს შედეგებს ასახავს და ის ჩატარდა NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ.
კვლევის შედეგების პირველი ნაწილის პრეზენტაცია დღეს NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.
კვლევის საველე სამუშაოების თარიღი 31 ივლისი -12 აგვისტოა.