ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატი ზვიად ძიძიგრი რუსთავში, ლეონიძის ქუჩის მცოხვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე ძიძიგურმა ადგილობრივებს პროგრამა გააცნო, რომელიც ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობასა და დასაქმებას ეხება. ზვიად ძიძიგურმა ადგილობრივებისგან პრობლემებიც მოისმინა, კერძოდ ლეონიძის ქუჩის მცხოვრებლებს კორპუსში სახურავის პრობლემა წლებია აწუხებთ. მათ არა ერთხელ მიმართეს რუსთავის მერიას, მაგრამ უშედგოდ.