NDI-ის სოციოლოგიური კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის ყველაზე რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.
30% მიიჩნევს, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა გაზვიადებულია საფრთხე.
9%-ს აზრით კი რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
კვლევა 2012 წლის აგვისტოს შედეგებს ასახავს და ის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ NDI-ის დაკვეთით ჩატარდა.
კვლევის შედეგების პირველი ნაწილის პრეზენტაცია დღეს NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.
კვლევის საველე სამუშაოების თარიღი 31 ივლისი -12 აგვისტოა.