NDI-ის სოციალური კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ის ხალხს ქუჩის საპროტესტო აქციებისაკენ მოუწოდებს.
დაუჭერთ თუ არა ივანიშვილის ამგვარ მოწოდებას მხარს გამოკითხულთა 16%-ის პასუხია დიახ, 62 % პასუხია არა.
კვლევა 2012 წლის აგვისტოს შედეგებს ასახავს და ის ჩატარდა NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ.
კვლევის შედეგების პირველი ნაწილის პრეზენტაცია დღეს NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.
კვლევის საველე სამუშაოების თარიღი 31 ივლისი -12 აგვისტოა.