ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ( NDI) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, გამოკითხულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები სამუშაო ადგილები, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება და ტერიტორიული მთლიანობაა.
NDI კვლევა 2012 წლის აგვისტოს შედეგებს ასახავს და ის ჩატარდა NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ.
კვლევის შედეგების პირველი ნაწილის პრეზენტაცია დღეს NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.
კვლევის საველე სამუშაოების თარიღი 31 ივლისი -12 აგვისტოა.