"წლევანდელი დიპლომატიური წამრომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი თემატურად ძალიან დატვირთული იქნება“, - ასე შეაფასა წლევანდელი ამბასადორიალი სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ.
მისი თქმით, წლევანდელი დღის წესრიგი დატვირთულია და აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩები და ხელისუფლების წამრომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებზე იმსჯელებენ.
„გვექნება საუბარი იმაზე თუ რა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტბი უნდა გვქონდეს შემდეგი წლის განმავლობაში. ღონისძიებას მინისტრები დაესწრებიან და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან დისკუსიას გამართავენ“- განაცხადა კაპანაძემ და აღნიშნა, რომ წლევანდელ ამბასადორიალს მაღალი რანგის სტუმრები ყავს.
მისი თქმით, მათ შორის არიან ნატო-ს გენერალური მდივანი, ასევე პოლონეთის, არგენტინისა და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრები.
სასტუმრო „რედიოსნში“ ამბასადორიალი ამ წუთებში გაიხსნება და სამი დღე გაგრძელდება.