საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური ამბასადორიალი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გახსნა. აბასადორიალი სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარეობს.
გრიგოლ ვაშაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დაგეგმილია დისკუსია, რომლის შემდეგაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები გაემგზავრებიან პრეზიდენტის რეზიდენციაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად.
ამის შემდეგ გაიხსნება ამბასადორიალის მეორე ნაწილი, სადაც განიხილება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში სალომე სამადაშვილი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში გეგა მგალობლიშვილი, პოლინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადისლავ სიკორსკი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟატუ ონოკე უგუაბოვა.
ამბასადორიალზე დღესვე განიხილება საქართველოში მიმდინარე პროცესები. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინსტრი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი.
ხვალ ამბასადორიალს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრებდა და სიტყვით გამოვა ნატო-ს გენერალური ანდერს ფოგ რასმუსენი.