თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია „ტავ ჯორჯია“ 65 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. 22 თვიანი სამუშაობი ახალი ასაფრენ- დასაფრენი ბილიკის სრულად რეაბილიტაციას უზრუნველყოფს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც აეროპორტის თანამშრომლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.
„ვიღაცამ შეიძლება თქვას ასაფრენი ზოლი დიდი ამბავი, მაგრამ ასაფრენი ზოლი ბევრად უფრო რთული გასაკეთებელია ვიდრე ტერნიმალი. ასაფრენი ზოლი, რომელიც ჩვენ გვაქვს მართლაც, ძალიან მოძველებულია, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვათ, მგზავრების რაოდენობა გაიზარდა. ვარდების რევოლუციის შედეგად რაც გაკეთდა კიდევ ისაა, რომ ავია ბაზრის გახსნა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ამ რევოლუციამდე ერთი გადამზიდავი იყო დარჩენილი. შევარდნაძის დროს, პარლამენტში ფულები არიგეს და ბაზრიდან ყველა ავიაკომპანია განდევნეს. ჩვენ დღეს, „ტავ ჯორჯიასთან“ თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ თქვენც გესმით, რომ თბილისიდან მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით, ბილეთების ფასები დაუშვებლად მაღალია. არ შეიძლება კიევში ბილეთი 600 დოლარი ღირდეს. ჩვენ გვჭირდება, რაც შეიძლება მეტი ტურისტი. ეს უცხოელები, რომ ჩამოდიან, ფულს სად ხარჯავენ? ხომ ჩვენს მიერ გახსნილ სასტუმრობეში, ხომ ჩვენს მიერ გახსნილ კაფეებში, ჩვენს მიერ შექმნილ ბიზნესებში, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციას ყიდულობენ და ღვინის პოპულარიზაციას ახდენენ. აუცილებელია დავწიოეთ ტარიფები და მგზავრთა რაოდენობა გავზარდოთ. საქართველოს მოქალაქეებმა ბევრად მეტი უნდა იფრინონ და შესაბამისად, მათვის ბილეთის ფასი ხელმისაწვდომი უნდა იყოს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, ფოთის აეროპორტი სახელმწიფო მფლობელობაში რჩება.
„იმიტომ რომ თქვენ დაგაგწევინოთ ფასები. სპეციალურად გიკეთებთ. თქვენ თქვენი სიტყვა შეასრულეთ, კარგები ხართ, მაგარი კომპანია ხართ, მაგრამ მონოპოლისტები ვერ გახდებით. ჩემო ძმებო და მეგობრებო, თქვენ არ დაგტოვებთ მარტო ბაზარზე. ფასები უნდა დაწიოთ. ქუთაისის აეროპორტი მიგახრჩობთ სანამ ფასებს ქვემოთ არ დაწევთ. ჩვენ კერძო სექტორს, ინვესტციებს ხელს ვუწყობთ, მაგრამ იცოდეთ, დაგიგდებთ ფასებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმითვე, ხელისუფლება ცდილობს ლიბერალური გარემო შექმნას, რადგან ადამიანებს , საქართველოს მოქალაქეებს პირობები გაუუმჯობესდეთ.
სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა აეროპორტისა და კომპანია „ტავ ჯორჯიას“ თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის.