გარდაცვლილი სამხედრო ექიმის ოჯახს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუსამძიმრა. დაკრძალვის ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია და სამინისტროს მაღალჩინოსნებიც დაესწრნენ.
კაპრალ ვლადიმერ ხვედელიძეს ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენი მიენიჭა. ჯილდო გარდაცვლილი ექიმის ოჯახს გადაეცა.
ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე და ორი ქართველი სპეცრაზმელი - არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური 29 აგვისტოს დაიღუპნენ. სოლომონ წიკლაური შაბათს, ხოლო არჩილ ჩოხელი დღეს დაკრძალეს.