რუსეთ-საქართველოს საზღვართან, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეც-ოპერაციის დროს დაღუპულ პოლიციის მაიორს არჩილ ჩოხელს ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.
„სპეციალური ოპერაციების ცენტრის, პოლიციის მაიორი არჩილ ჩოხელი დღეს დაკრძალეს. მაიორი ჩოხელი ლოპოტას ხეობაში დივერსანტთა ჯგუფის წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. არჩილ ჩოხელს გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა, რომელიც მისი ოჯახის წევრებს დღეს გადაეცათ. პოლიციის მაიორი მის მშობლიურ სოფელში, გალავანშიდაკრძალეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას არჩილ ჩოხელის, სოლომონ წიკლაურისა და ვლადიმერ ხვედელიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მათ ოჯახებს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.