„ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე დავით გამყრელიძე და პარტიის ლიდერები გლდანის ცენტრში მოსახლეობას შეხვდნენ.
პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას "ახალი მემარჯვენეების" პროგრამა შეძლებული ოჯახები სოფლად და ქალაქად " გააცნეს, პარტიის საარჩევნო ფლაერები დაურიგეს და მათი პრობლემები მოისმინეს.
„შევხვდით გლდანელებს და უშუალოდ გავაცანით ჩვენი პრიორიტეტები, ავუხსენით, როგორ, რა გზით მოვახერხებთ, რომ ყოველი ოჯახი გლდანში სტაბილური შემოსავლით იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენი სააგიტაციო ავტობუსით ასეთ შეხვედრებს ყოველდღე ჩავატარებთ თბილისის ყველა უბანში" - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
პარტიის ლიდერებთან ერთად შეხვედრაზე გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ავთანდილ სულაქველიძეც იმყოფებოდა, რომელმაც გლდანელებს პირობა მისცა მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოში მათი ინტერესები დაიცვას.
შეხვედრაზე პარტიის ლიდერები სააგიტაციო ავტობუსით მივიდნენ, რომლის პრეზენტაციაც გუშინ მოაწყვეს.