„ახალი მემარჯვენეების" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯუმბერ მიქელაძე „ჭაობის" დასახლების მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მოსახლეობამ გარდა ინფრასტრუქუტურული პრობლემებისა ქვეყანაში სამართლიანობის, დემოკრატიის და არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება.
მიქელაძის თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ ასეთი ტიპის შეხვედრებზე მოსახლეობამ ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა სამართლიანობის, დამოუკიდებელი სასამართლოს, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
„მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ მოსახლეობა მხარს უჭერს ჩვენს პრიორიტეტს - დასაქმებას და სტაბილური შემოსავლის გაჩენას თითოეული ოჯახისთვის. მე მინდა ბატონ რობერტ ჩხაიძეს, რომელიც წლების მანძილზე ქალაქის მერი იყო და დღეს ბათუმის მაჟორიტარობას აპირებს მოსახლეობის დანაბარები გადავცე - რა გაუკეთებია მას წლების მანძილზე ბათუმის მერობისას მოსახლეობის დასაქმებისთვის?", - განაცხადა ჯუმბერ მიქელაძემ.