ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას ხვალ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარმოადგინეს.
მათი ცნობით, კვლევა თემაზე - „საზოგადოების განწყობა საქართველოში", აგვისტოში ჩატარდა. მისი საველე სამუშაოები კი 31 ივლისიდან - 12 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა.
NDI-ის ინფორმაციითვე, საქართველოს მასშტაბით 2038 რესპონდენტი გამოიკითხა.
პრეზენტაცია ხვალ 13:00 საათზე, „თბილისი მარიოტში" გაიმართება, სადაც მხოლოდ მედიასაშუალებები არიან მიწვეული.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი.