ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას დაღუპულ არჩილ ჩოხელის დაკრძალვაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მივიდა. პრეზიდენტმა ოჯახს მიუსამძიმრა და ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვა.
დღესვე ოჯახს მიუსამძიმრეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა, დავით გობეჯიშვილი, გიორგი ასანიძე და სპორტული სამყაროს წარმომადგენლებმა.
პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ წევრები სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე.
ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას ორი ქართველი სპეცრაზმელი არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური და სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე დაიღუპნენ. სოლომონ წიკლაური შაბათს დაკრძალეს.