პოლიტიკური ექპსერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, ევროპარლამენტი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასა და წინასაარჩევნო პროცესებზე, მის მიერ გაკეთებული განცხადებებით, პასუხისმგებლობის ერთგვარი შეხსენების რეჟიმშია პოლიტიკური სპექტრის მიმართ.
როგორც ცისკარიშვილმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა, თითქმის ერთი წელიწადია დასავლეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების დიდი მოლოდინი აქვთ, თუმცა აღნიშნავს, რომ დღემდე გაუგებარია რა აძლევთ მათ ამ ოპტიმიზმის საფუძველს.
„მათ ეს დამოკიდებულება დაებადათ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქართული ოპოზიციური ველი მიძინებული იყო, თუმცა დღესაც იგივე რეჟიმში აგრძელებენ საკუთარი მოლოდინების ფრქვევას. შეიძლება ეს უფრო აპრობირებული და ჩვენთვის უცხო მეთოდია, რომელიც ავტორიტარულ ხელისუფლებაზე ზემოქმედებს და აიძულებს დემოკრატიულ ღირებულებებს უფრო მიუახლოვდეს“, - განაცხადა ცისკარიშვილმა და აღნიშნა, რომ თუ კი ეს მართლაც ასეა, მაშინ ასეთი დამოკიდებულება კარგად აისახება ქვეყნის სამომავლო ვითარებაზე.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, თუ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების შემცველი არჩევნები ვერ ჩატარდა, დასავლეთთან პრეტენზია ვერ გვექნება. რადგან ევროპარლამენტის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან საუბრისას ყოველთვის მკაფიოდ აცხადებდნენ თავიანთ სათქმელს.
„თუმცა აღნიშნული შედეგები არც დასავლეთისათვის უნდა იყოს მოულოდნელი, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ სტანდარტები არც მათთვისა უცხო. ვერ ვიტყვი, რომ ასეთი დამოკიდებულებით დასავლელი დიპლომატები დადებით განწყობას გამოხატავენ ხელისუფლების მიმართ. ვფიქრობ, ევროკავშირი უფრო პასუხიმგებლობის შეხსენების რეჟიმშია“, - განაცხადა მან.
ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ დასავლელი პარტნიორები თანაბარ პასუხისმგებლობას აკისრებს, როგორც ხელისუფლებას ისე ოპოზიციას. მისი აზრით, ამ ეტაპზე - არჩევნებამდე სხვა ტიპის პოზიციის დაკავება არ იქნებოდა გამართლებული და აღნიშნა, რომ ყველაფერს თავისი სახელი მხოლოდ არჩევნების შემდეგ დაერქმევა.
„როცა ორი სხვადასხვა სიძლიერის და სხვადასხვა წარსულის მქონე გუნდი ერთმანეთს ხვდება, მსაჯი როგორი დარწმუნებულიც არ უნდა იყოს რომელიმე მათგანის უკეთ მომზადებაში, წინასწარ მაინც ვერ განჭვრეტს და ვერ განაცხადებს ვერაფერს. ამჯერად ვფიქრობ, ჩვენს მეგობარ პარტნიორ ქვეყნებს სწორედ მსაჯის, არბიტრის ფუნქცია აქვს დაკისრებული. ნათქვამია „აღდგომა და ხვალეო“. თუმცა ისიც ნათქვამია, „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“, - განაცხადა ექსპერტმა.
ცნობისთვის, საქართველოში 1 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკომისარმა შტეფან ფულემ და კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ქეთრინ ეშტონმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების კუთხით და ევროკავშირი-საქართველოს მომავალი ურთიერთობების ხარისხსა და ინტენსივობას განსაზღვრავს და იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები