ხვალ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს რიჩარდ ნორლანდს ელიან. ხვალვე მან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს რწმუნებათა სიგელები უნდა გადასცეს.
შეგახსენებთ, რიჩარდ ნორლანდმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ჯონ ბასი შეცვალა. ამერიკის სენატმა ნორლანდი ამ პოსტზე მიმდინარე წლის 29 მარტს დაამტკიცა. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში მომავალი ელჩის ფიცის დადების ცერემონიას 27 ივლისს უმასპინძლა. მან ამერიკის კონსტიტუციის დაცვის პირობა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს რუთ ბეიდერს მისცა.