ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას დაღუპული არჩილ ჩოხელის დაკრძალვაზე ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია მივიდა.
დაკრძალვაზე იმყოფებიან: ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, დავით გობეჯიშვილი, გიორგი ასანიძე და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი.
პანაშვიდზე იმყოფებოდნენ, აგრეთვე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე.
ლოპოტას ხეობაში დევნის ოპერაციის დროს ორი სპეცრაზმელი - არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური და ერთი სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე დაიღუპნენ.
სოლომონ წიკლაური შაბათს დაკრძალეს, ხოლო არჩილ ჩოხელსა და ვლადიმერ ხვედელიძეს დღეს დაკრძალავენ.