კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაღუპული 2 სპეცრაზმელი მის დაცვასთან მეგობრობდნენ.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, დაღუპული ჯარისკაცები სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი მისი დაცვის წევრებთან მეგობრობდნენ.
„ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ის გაუგებარი სპეცოპერაცია ისევ გრძელდება, ღმერთმა ქნას, რომ არავინ დაიღუპოს“ - განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციის დაწყებისას.
სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ. ისინი ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ.