"საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შეთავაზებული დებატების ფორმატი მოგონილი და ცრუა. შესაბამისად, ჩვენ ამ სიცრუეში არ წავალთ“, - ამის შესახებ პოლიტიკური კოალიცია „ ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, შერჩეული 4 პარტია ვერ გამოდგება დებატების ფორმატად, რადგან ისინი ფსევდოოპოზიციაა და ოპოზიციად გაფორმება სურთ, რაც მისი თქმით, ვერ მოხერხდება.
„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თუ შესწევს ძალა ნორმალური დებატები გააკეთოს, თუმცა მათ ვინ ეკითხებათ. გია ჭანტურიას ზემოდან უგეგმავენ ამ თვალთმაქცობას. მგონი მეორე დებატის ფორმატიც აქვთ. თუმცა საბოლოო ჯამში მისაღები არც ის არ არის. დაანებონ თავი თვალთმაქცობას, დებატები ნორმალური ფორმით შემოიტანონ და ჩვენი კოალიცია ამ დებატებში მონაწილეობისთვის მზადაა“, - განაცხადა ივანიშვილმა.