პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდებიან .
შეხვედრაზე კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ 10 გვერდიან დოკუმენტს წარმოადგენს, რომლის შინაარსი ამ დრომდე არ ხმაურდება.
სავარაუდოდ, დოკუმენტის შინაარსი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მომავალ არჩევნებს შეეხება.
ამასთან კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 27 აგვისტოს ლენტეხში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, რომ გაყალბება არ მოხდეს და ყველა ხმა იქნას დაცული. ამას 30 აგვისტოს ვიტყვით და ჩვენს პირობებს წამოვაყენებთ“,-განაცხადა ივანიშვილმა.
დიპლომატებსა და დამკვირვებლებთან შეხვედრის დრო მოგვიანებით დაზუსტდება.