ჰოლივუდის ცნობილი მსახიობის ჯენიფერ ენისტონის საიდუმლო დედამისმა ნენსი დოიმ გათქვა. სიახლე სასიამოვნო და ამაღელვებელია. ბოლოს და ბოლოს ჯენიფერი დედა გახდება. დიახ! მსახიობი და მისი საქმრო ჯასტინ ტერი შვილს ელოდებიან.
ნენსის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როგორც ის ამბობს მისი ქალიშვილი იმდენად გაახარა ამ ახალმა ამბავმა, რომ თავი ვერ შეიკავა, ემოციები ვერ მოთოკა და ატირდა.
აღსანიშნავია, რომ ჯენიმ და დედამისმა ურთიერთობები ბოლო რამდენიმე წელია დაალაგეს. იქამდე ისინი ფაქტიურად არც კონტაქტობნენ. მიზეზი 1999 წელს გამოშვებული წიგნია. მას შემდეგ რაც ჯენიფერი მარტო საცხოვრებლად გადავიდა, დედამისმა დაწერა წიგნი, ჯენიფერისა და თავის პირად ურთიერთობებზე. ჯენიფერი მასში მოთხრობილმა ამბებმა ისე გააღიზიანა, რომ დედა ქორწილშიც კი არ დაპატიჟა. (ბრეტ პიტთან ქორწინების დროს) მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და მსახიობმა დედასთან ძველებური ურთიერთობა ისევ აღადგინა.
ჯენიფერისა და ჯასტინის ქორწილი სავარაუდოდ წლის ბოლოს, მექსიკის სანაპიროზე გაიმართება.