შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შოთა ხიზანიშვილის განცხადებით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე აყვანილი ყველა მძევალი გათავისუფლებულია.
მისივე ცნობით, ლიკვიდირებულია 11 დივერსანტი, 6 კი ალყაშია. მათი დაკავების ოპერაცია გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვართან შეიარაღებული დივერსანტთა ჯგუფის გაუვნებელყოფა დღეს დილიდან მიმდინარეობს.
ოფიციალური ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, სამი მოქალაქე: შსს-ს თანამშრომლები - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი. ასევე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე გარდაიცვალა. 5 ადამიანი კი, დაიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-მ ლაფანყურში მძევალთა გათავისუფლების სპეცოპერაცია დაასრულა. დივერსანტთა ჯგუფის დევნის ოპერაცია კი, გრძელდება.