საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, კაპრალი ვლადიმერ მურადის ძე ხვედელიძის (22.02.1978) დაიღუპვის გამო, სამძიმრის წერილი გაავრცელა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კაპრალი ხვედელიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპრალი ხვედელიძე სპეციალური ოპერაციების ძალებში ექიმად მსახურობდა.
გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ასევე სამძიმარს უცხადებს სპეცოპერაციის დროს დაღუპულ შსს-ს თანამშრომლების სოლომონ წიკლაურისა და არჩილ ჩოხელის ოჯახებს.