„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კითხვები ლაფანყურის სპეცოპერაციაზე

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კითხვები ლაფანყურის სპეცოპერაციაზე

 "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელმა,  უჩა ნანუაშვილმა სოციალურ  ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე  ლაფანყურის -  ბურუსით მოცულ სპეცოპერაციაზე, რომელსაც სპეციალური დანიშნულების სამი სპეცრაზმელი შეეწირა კითხვები გავრცელა.

From.ge   უფლებადამცველის კითხვებს უცვლელად გთავაზობთ და იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლების შესაბამისი უწყების წარმომადგენლებისგან,  ამ კითხვებზე შესაბამისის პასუხები და რეაგირება იქნება.  კითხვები ლაფანყურის სპეცოპერაციაზე:

 1. რატომ ტარდება ასეთი მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია გატაცებულების გამოსახსნელად, როდესაც დღეისათვის 900 ზე მეტი ადამიანი ითვლება საქართველოში გაუჩინარებულად და მათ საპოვნელად არ ყოფილა მცირე მობილიზაციაც კი.

 2. რატომაა ოპერაციის ადგილი და საავადმყოფოები, სადაც დაჭრილები არიან, გასაიდუმლოებული

 3. რატომ არ უშვებენ გატაცებულებს სახლში ამდენი ხნის განმავლობაში?

 4. რატომ აშუქებდა 5 პირის გატაცებას მხოლოდ რუსთავი2 და იმედი?

 5. საზღვარზე ამხელა სპეცოპერაცია ასეულობით მონაწილით მეზობელთან შეთანხმების გარეშე? მითუმეტეს ვერტმფრნების გამოყენებით?

 6. რატომ გაერთიანდნენ ახლადშექმნილ კრიზისულ საბჭოში შსს, თავდაცვის და იუსტიციის მინისტრები? რა შუაშია იუსტიცია? სადაა ეროვნული უშიშროების საბჭო? ან პრეზიდენტი? ასე ოპერატიულად რატომ არ შეიქმნა მსგავსი საბჭო 2008 წ ომის დროს?

 7. ხომ არ ხდება ნიადაგის მომზადება არჩევნების დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზნით და ყველა სამართალდამცველის და რეზერვისტის(რომელთა მაქსიმალური რაოდენობა რასაც კანონი ითვალისწინებს 100 ათასი შესაძლოა იყოს) მობლიზაციიასთვის?

 8. რატომ არ ცხადდება, ვის ებრძვიან სპეცნაზელები?

 9. როგორ და როდის გადმოვიდნენ საზღვარზე დივერსანტები, და გადალახეს როგორც რუსი, ასევე ქართველი მესაზღვრეების დაცვა?

 10. თუ დაღესტნელი ბოევიკები არიან(რუსეთის დევნილი) მაშინ მათ უნდა თავშესაფარი ეთხოვათ საქართველოსთვის და არა ხალხი გაეტაცათ(რასაც ჩეჩნები აკეთებდნენ წლების წინ)

 11. თუ მართლა დაღესტნელები არიან, მაშინ რატომ იტაცებენ ხალხს? მიზანი, მოტივი? პირიქით, დახმარების თხოვნის ნაცვლად გატაცება? იქნებ რუსეთის ხელისუფლების უნდათ ამით საჩუქარი გაუკეთონ მაღალჩინოსნებმა და წარსული „ცოდვები“ გამოისყიდონ?

 12. ხომ არაა ეს განმუხურის განმეორება, ან ხურჩა2?

 13. რატომ იკლავს(?) თავს მაინცდამაინც ახლა ერთ -ერთი ძალოვანი და შსს მხოლოდ თვითმკვლელეობის ვერსიაზე საუბრობს მხოლოდ.

 14. რატომ არ ხდება მოსახლეობის ინფორმირება, თუ ვის დევნიან და რატომ?

 15. ვინ არიან ის გატაცებული მძევლები, რომელთა რამდენიმე ჯგუფი ყოფილა თურმე ლამისყურში? რატომ აქამდე არავინ იყო ინფორმირებული თუკი ასეთი რამ ხდებოდა?

 16. ხომ არ ხდება ნებაყოფლობითი რეზერვის არსებობის გამართლება მსგავსი ინციდენტებით?

 17. როგორ გახდა ცნობილი რომ ჯგუფმა საზღვარი გადმოლახა? როდის? როცა მძევლები დააკავეს მათ?

 18. საიდან ვიცით რომ 17 დივერსანტია? იქნებ 18 ან 16-ია?

 19. დევნის ოპერაცია გამოცხადდა მაგრამ ვის დევნიან ზუსტად?

 20. რატომ გამოცხადდნენ დივერსანტებად? საზღვრის დამრღვევი ყველა დივერსანტი არაა. დივერსანტი აფეთქებს და ზიანს აყენებს სახელმწიფოს. მათ უბრალო მოქალაქეები გაიტაცეს? რა მოთხოვნით?

 21. რატომ დაიწყო ყველაფერი 30 აგვისტოს წინ, როდესაც ივანიშვილმა განსაკუთრებთ მნიშნელოვანი განცხადების გავრცელება დააანონსა.

 22. ხომ არაა ეს ყველაფერი ყურადღების გადატანის მცდელობა?

 23. ხომ არაა ეს ყველაფერი მოსახლეობის დაშინების მცდელობა?

შეგახსენებთ, რომ ლოპოტას ხეობაში დევნის ოპერაციის დროს სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი დაიღუპა და 5 დაიჭრა.

 "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და დაიჭრა 5. რაც შეეხება დივერსანტთა ჯგუფს, ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი. ამჟამად ალყაშია მოქცეული 6 დივერსანტი. მიმდინარეობს მათი დაკავების ღონისძიება. შსს მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.