„ახალი მემარჯვენეების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ნაჭყებია დღეს სოფელ ნარაზენის მოსახლეობას შეხვდა. მანანა ნაჭყებიამ ნარაზენელებს „ახალი მემარჯვენეების“ სოფლის განვითარების პროგრამა გააცნო.
„ჩვენს ქვეყანაში პრიორიტეტები არასწორად არის გამოკვეთილი და ამიტომაც სოფლის მეურნეობა, რომლიც ერთ–ერთი პრიორტიტეტი უნდა ყოფილიყო გაჩანაგების პირას არის მისული. ამიტომ „ახალი მემარჯვენეების“ პროგრამა პირველ რიგში სოფლის განვითარებას, სოფლის მეურნეობის აღორძინებას ითვასლირწინებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროგრამით გათვალისწინებული „თითო საწარმო თითო სოფელს“ მართლაც ის გეგმაა, რომელიც ყველა სოფელს მისცემს საშუალებას ჩართული იყოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაში და რაც ყველაზე მთავარია, სოფლად მცხოვრები ოჯახები დასაქმდებიან და გაუჩნდებათ შემოსავალი,“ – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.