კარლ ლაგერფელდმა, სპეციალურად ონლაინ მაღაზია Net-A-Porter-სთვის სამოსის საავტორო ხაზი, უკვე მეორედ შექმნა. ახალი კოლექცია ამჯერად ახალგაზრდებზეა ორიენტირებული.
შემოდგომის კოლექცია შესრულებულია შავ-თეთრ სტილში, მას შეიძლება, მკაცრი და ოფისის კლასიკური სტილიც ვუწოდოთ. კოლექციაში შედის ქალისა და მამაკაცის სამოსი, ფეხსაცმელი და ლაგერფელდის საფირმო სტილის ხელთათმანები.
ახალი კოლექციის ყველაზე დიდი პლიუსი ისაა, რომ თითოეულ სამოსში ავტორის ხელწერა იგრძნობა და ამასთანავე ხელმისაწვდომია. მათი ღირებულება 50-იდან 1000 ევრომდეა.
კოლექცია გაყიდვაში დღეიდან გავიდა, ინტერნეტ საიტზე: www.net-a-porter.com