ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგა ბუკია ხელისუფლებას „არჩევნების გაყალბებისთვის მზადებაში“ ადანაშაულებს.
„უბნებზე მდივნების არჩევისთვის ჩატარებულმა პროცედურამ სამართლიანი არჩევნებისადმი ხელისუფლების შიში და მმართველი ძალის სატელიტი პარტიების ხელშეწყობით არჩევნების გასაყალბებლად მზადება წარმოაჩინა. მაგალითისთვის, ხობის N66 საარჩევნო ოლქში უბნებზე მდივნების არჩევის პროცედურის მიმდინარეობისას ოლქში არსებული 32 უბნიდან არც ერთზე „ქართული ოცნების“ კანდიდატები არ იქნნენ მხარდაჭერილი, რამდენიმე შემთხვევაში კი თანაბარი ხმების პირობებში უმრავლესობამ სხვა კანდიდატებს დაუჭირა მხარი“, - განაცხადა ბუკიამ.
ბუკია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უცხოურ სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდებს, მეთვალყურეობაგააძლიერონ და დროულად გააგზავნონ წარმომადგენლები სამეგრელოში.
„ კერძოდ ხობის რაიონში, რათა მიმდინარე წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებზე კონტროლი გაძლიერდეს“, - განაცხადა ბუკიამ.