საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 31 აგვისტოს სამაუწყებლო კომპანიებთან შეხვედრა გაიმართება. ამის შესახე, კომუნიკაციების ეროვნული კომისია განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, შეხვედრის მიზანი „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ, 2012 წლის 15 აგვისტოს მიღებული #9 დადგენილებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე მაუწყებლებისთვის დამატებითი განმარტებების მიცემაა.
„საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილებას თანდართული აქვს კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმა, რომელიც ყველა სამაუწყებლო კომპანიამ კვირაში ერთხელ შევსებული სახით უნდა წარმოადგინოს კომისიაში. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ახსნა-განმარტების თხოვნით შემოსული ზარების სიმრავლიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ კიდევ ერთხელ განემარტოს ყველა სამაუწყებლო კომპანიას აღნიშნული ვალდებულება“, - ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.