ლოპოტას ხეობაში დევნის ოპერაციის დროს სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი დაიღუპა და 5 დაიჭრა. ამის შესახებ შსს-მ განცხადება გაავრცელა.
განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და დაიჭრა 5. რაც შეეხება დივერსანტთა ჯგუფს, ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი. ამჟამად ალყაშია მოქცეული 6 დივერსანტი. მიმდინარეობს მათი დაკავების ღონისძიება. შსს მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს“, - ნათქვამია განცხადებაში.