რეჟისორ, რობერტ სტურუას აზრით, დღევანდელი პროვოკაციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს სამშობლოდან გააძევებს.
ამის შესახებ რეჟისორმა ინფორმაცია საკუთარი facebook-ის საშუალებით გაავრცელა.
სტურუას აზრით, დევნის ოპერაცია, რომელიც ამ დროისათვის ლოპოტას ხეობაში მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ინსცენირებულია. მისი თქმით, სააკაშვილი ამ პროვოკაციის შემდეგ, ქვეყნიდან ბიძინა ივანიშვილს გააძევებს, აქტიურ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კი დაიჭერს.
„ასეც ვიცოდი, დაიწყეს ჩვენმა „მშვიდობის მაძიებლებმა" სამხედრო პროვოკაციები. ჩათვალეთ, რომ სამოქალაქო ომი საქართველოში სააკაშვილმა მარიამობას დაიწყო. აი, ნამდვილი ქართველი მორწმუნე „ვაჟკაცი". ახლა ივანიშვილს persona non grata-დ გამოაცხადებს და სამშობლოდან გააძევებს. მერე ყველაზე აქტიურ ოპოზიციონერებს დაიჭერს, აწამებს, გააქრობს, ისედაც უკვე გაყალბებულ არჩევნებს უფრო გააყალბებს, დარჩება ბედკრულ საქართველოს მმართველად, ერთ-ორ უგემოვნო ქალაქით, შენობებით დაამშვენებს ჩვენ ქვეყანას და თავის რექტორ-დედიკოსთან და ბებია-ბიზნესმენთან ერთად თათაქარიძეებივით რუსულ თვითმფრინავებს ჭერზე ბუზებივით დაითვლის.ამ-ამ“, - აღნიშნა სტურუამ facebook-ის საკუთარ გვერდზე.