ზურაბ ჭიაბერაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში დაჭრილთა მდგომარეობას ეცნობა

ზურაბ ჭიაბერაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში დაჭრილთა მდგომარეობას ეცნობა

ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დაჭრილების მოსანახულებლად რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მივიდა.

მინისტრი საავადმყოფოში უკომენტაროდ შევიდა. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ჭიაბერაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს გააკეთებს. 

ის ამ დროისათვის დაჭრილთა მდგომარეობას ეცნობა.

ღუდუშაურის კლინიკაში რამდენიმე ხნის წინ სამხედრო ვერტმფრენი დაეშვა, რომლითაც კლინიკაში, არსებული ინფორმაციით, ორი დაჭრილი შეიყვანეს. 

ოფიციალური განმარტება, მიიყვანეს თუ არა ღუდუშაურში ლოპოტას ხეობაში მიმდინარე ოპერაციის დროს დაჭრილები, არ გაკეთებულა.