საქართველოში 98 645 მარიამი ცხოვრობს. აღნიშნული მონაცემი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შედეგებმა აჩვენა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს - მარიამობას აღნიშნავს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტის მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურმა კვლევა ჩაატარა.
სახელი მარიამი გავრცელებულია ყველა თაობის ქალბატონებში. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ამავე ფუძისგან წარმოებული კნინობით–ალერსობითი სახელებიც. მათ შორის არის მარი (5588), მარიკო (64), მარიკა (5923), მარიტა (779), მარია (8015), მარო (4229) და სხვა.
აღსანიშნავია, რომ სახელი მარიამი ახალშობილი გოგონების პოპულარული სახელების ხუთეულშიცაა: ნინო, მარიამი, ბარბარე, ანასტასია, ანა.საქართველოში 98 645 მარიამი ცხოვრობს.